ახლახან სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სოხუმის ცენტრში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება კაფე “ბისკვიტში” მოხდა. სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი მსროლელი კი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პოლიციამ დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის სოხუმის ე.წ საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელია.

მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად სამივე დაჭრილი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეიძლება გამოგრჩეთ