11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
ვერძი
აუცილებელია ისარგებლოთ ნებისმიერი შესაძლებლობით, რათა სიკეთე გაუკეთოთ გარშემო მყოფებს, საბედნიეროდ, დასვენების დღე ამაში დაგეხმარებათ, სასურველია იპოვოთ ადამიანები, რომლებსაც დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ.
კურო
ერთი უყურადღებო ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება გახდეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბის გამომწვევი მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტყველების კონტროლი და კიდევ უკეთესი, ნაკლები ლაპარაკი და მეტის გაკეთება, რა თქმა უნდა, კარგი საქმეების.
ტყუპი
არაკეთილსინდისიერ ადამიანებს არ მისცეთ საშუალება ისარგებლონ თქვენი სიკეთითა და კეთილგანწყობით, თორემ მოგიწევთ მათზე დახარჯოთ მთელი თქვენი დრო და ენერგია, რომელიც განკუთვნილია მეგობრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის.
კირჩხიბი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თქვენში გაბრაზების სურვილი, უმჯობესია, დაზოგოთ სიცოცხლისა და შემოქმედებისთვის საჭირო ენერგია და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ დასვენების დღეს.
ლომი
ახალი ბიზნესის დაწყებისას – და დასვენების დღე დაბრკოლებას არ შეგიქმნით – უნდა დაეყრდნოთ გრძელვადიან პერსპექტივას, სამწუხაროდ, ვერ მიიღებთ სწრაფ შედეგებს, მაგრამ მომავალში შედეგით კმაყოფილი იქნებით.
ქალწული
მიუხედავად დასვენების დღისა, უმჯობესია, დღეს საყვარელი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ, ჩხუბის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს და ეს განსაკუთრებით დღეს არასასურველია.
სასწორი
დღე ხელსაყრელია იმისთვის, რომ წარსულში დატოვოთ ყველა ის გარემოება, რომელიც ამჟამად გაწუხებთ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თქვენ გსურთ.
მორიელი
დღეს შეგიძლიათ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტი გქონდათ: უარს ნუ იტყვით “სამშვიდობო მოლაპარაკებებზე”, რომელსაც მოწინააღმდეგე შემოგთავაზებთ.
მშვილდოსანი
ნუ ეცდებით დღისთვის დაგეგმილი ყველა საყოფაცხოვრებო საქმის შესრულებას – შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მათ რაოდენობას, მაგრამ ხარისხი აუცილებლად დაზარალდება: უმჯობესია გააკეთოთ ნაკლები, მაგრამ – და უნაკლოდ.
თხის რქა
შეეცადეთ გამონახოთ დრო ხანდაზმული ნათესავების მოსანახულებლად. თქვენთან საუბარი მათთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება, ხოლო თუ უყიდით ისეთ რაიმეს, რაც მათ უყვართ, ისინი აღფრთოვანდებიან.
მერწყული
დღეს მხოლოდ გულწრფელად უნდა ესაუბროთ მათ, ვისაც ასი პროცენტით ენდობით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ცხოვრების საიდუმლო შეიძლება გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი.
თევზები
ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ გახსოვდეთ, რომ დღეს დასვენების დღეა და დაისვენოთ: უნდა დააგროვოთ ძალა, რომელიც მომავალში დაგჭირდებათ ახალ პროექტზე მუშაობისთვის.