ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილი ცოლისთვის “თავს იკლავდა”, ახლა შეყვარებულია და ქორწილს გეგმავს: მისი რჩეული კი… თავისი ძმაკაცის შვილია (ფოტოები)

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ „სთო­რი­ში“ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორ გა­ვარ­კვი­ეთ, გო­გო­ნა ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი სო­ფია ფიტი, იგი­ვე სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებს და სო­ფი­ამ ლუკა უკვე გა­აც­ნო დე­დას და დებს.

“ამბები” სო­ფია მე­ფა­რიშ­ვილს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და. ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, მან დაა­დას­ტუ­რა:

„დიახ, ჩემ­ზე უზო­მოდ არის ლუკა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. თქვენ­თვის მეტი არაფ­რის თქვა არ შე­მიძ­ლია. 

მე რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ვი­ღებ, ეგ არის კა­ნო­ნი ჩემს სახ­ლშიც. მა­მა­ჩე­მის ძმა­კა­ცია ლუკა. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა გვერ­დში მიდ­გას. ნეტა ბევ­რი კაცი იყოს ლუ­კას­ნა­ი­რი“, – განაცხადა კურტანიძის საცოლემ.

სა­უბ­რის და­სას­რულს სო­ფომ, ჩემ­პი­ონ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან კი თავი შე­ი­კა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ექ­ვსწლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ 2019 წელს მე­უღ­ლეს, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს და­შორ­და. წყვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რო­გორც კურ­ტა­ნი­ძეს, ისე მი­ქა­ცა­ძეს – პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან უკვე ჰყავ­დათ შვი­ლე­ბი. მი­ქა­ცა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, კურ­ტა­ნი­ძე აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

Previous post

“ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულშიც იყო…. ბოლო დროს მიუტოვებია პრეპარატების მიღება” – რას ამბობს ადვოკატი მკვლელობაში ბრალდებულზე

Next post

დუტა სხირტლაძის მეუღლე ქმრის მიერ ტელეკომპანია “იმედის” დატოვებაზე კომენტარს აკეთებს

შეიძლება გამოგრჩეთ