10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გამოავლენთ შეუსაბამო ეგოიზმს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მეტი სერიოზულობით მიუდექით სამსახურს.

კურო

ახალი იდეების დანერგვა სამსახურში წარმატებით ჩაივლის. გამოიჩინეთ ინიციატივა და ეს დაგიფასდებათ. 

ტყუპები

იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სამკურნალო თუ პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის. ახლა ზედმეტი ფორიაქი საჭირო არაა.

კირჩხიბი

დღეს, შესაძლოა, სადღესასწაულო ღონისძიებაზე მიგიწვიონ. საინტერესო ელფერი ექნება საქმიან შეხვედრებსაც. საინტერესო და პერსპექტიული დღეა.

ლომი

ეს ის დროა, როდესაც კარდინალური ცვლილებების გატარება მნიშვნელოვანია თქვენი მომავლისათვის და კარიერული წინსვლისთვის.

ქალწული

დღეს, შესაძლოა, წინა პლანზე გამოვიდეს ფინანსური საკითხები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

სასწორი

იზრუნეთ სულიერებასა და შინაგან ჰარმონიაზე. შეეცადეთ, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ წარმოქმნილ სირთულეებს. მალე ყველაფერი დასტაბილურდება.

მორიელი

ელოდეთ მოულოდნელ ინფორმაციას, მეტი ყურადღება დაუთმეთ დოკუმენტების მოწესრიგებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შესაძლოა, სამსახურში აქტუალური იყოს ფარული მოქმედება. იყავით ფხიზლად.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს ძველმა ვალდებულებებმა იჩინოს თავი, შესაბამისად, დიდი დროის და ნერვების ფასად მოგიწევთ მათი გადაჭრა და მოწესრიგება. მაგრამ ეს ახლა აუცილებელია, ახალი პერიოდის წარმატებულად დასაწყებად.

თხის რქა

გაიფართოვეთ თვალსაწიერი, ჩაუღრმავდით სამყაროსეულ ფასეულობებს, რელიგიურ საკითხებს, კარგია  მედიტაცია, აფირმაციების გამოყენება. რადიკალურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

მერწყული

თქვენი ფიქრები მიმართულია, შემოსავლების გაზრდისა და ფინანსური სტაბილურობისაკენ, ამიტომ მეტი აქტიურობა გმართებთ. ყურადღება გაამახვილეთ ასევე ახალი წყაროების მოძიებაზე.

თევზები

სასიკეთოდ ვითარდება ახალი კონტაქტები, უსმინეთ სხვათა რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღეთ, საკუთარ ინტუიციაზე და ლოგიკაზე დაყრდნობით. 

შეიძლება გამოგრჩეთ