ამ მომღერლის კონცერტმა მიწისძვრა გამოიწვია: დედამიწის ქერქმა 23,4 ნანომეტრით გადაინაცვლა – სეისმოლოგების დასკვნა
SED: ტეილორ სვიფტის კონცერტმა სეისმური აქტივობა გამოიწვია შვეიცარიაში
ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის კონცერტმა ციურიხში მიწისძვრა გამოიწვია. ამის შესახებ ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახური (SED) იტყობინება.
„კონცერტის მაყურებლის მიერ გამოწვეული ვიბრაციები ჩანს რვა სეისმური ქსელის სადგურზე, ლეციგრუნდის სტადიონის გარშემო, ექვს კილომეტრამდე მანძილზე“, – განაცხადეს მეცნიერებმა.განმარტავენ, რომ სეისმური აქტივობის დროს სვიფტის კონცერტზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მხიარულობდა. რყევების პიკი დადგა დაახლოებით 19:00 საათზე – მაშინვე მას შემდეგ, რაც მომღერალი სცენაზე გამოვიდა.გასულ თვეში სვიფტის კონცერტებმა მიწისძვრები გამოიწვია ედინბურგში (შოტლანდია). სეისმურად ყველაზე აქტიური დღე იყო 7 ივნისი, როდესაც დედამიწის ქერქი 23,4 ნანომეტრით გადაინაცვლა. ამ მომენტში მომღერალმა შეასრულა სიმღერა Ready For It? რომლის დროსაც ხალხმა გამოუშვა დაახლოებით 80 კილოვატი ენერგია.