„დედამიწაზე არ ყოფილა ანალოგი ჩვენნაირი უბედური დასასრულის” – ამის შესახებ ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, შორენა ონიანის ქმარი სოციალურ ქსელში წერს და მეუღლის კადრებს უზიარებს საზოგადოებას.
28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა 15 ნოემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი 21 ნოემბერს დაკრძალეს.
ემოციურ პოსტში გიგა ცხელიშვილი წერს, რომ მეუღლეს სამუდამოდ გამოემშვიდობა:
„ყველაზე მწარე დღე ჩაიწერა ჩვენი სიყვარული ისტორიაში 21 ნოემბერს მას სამუდამოდ გამოვემშვიდობე… ყვავილების ბილიკმა უძირო სამარემდე მიგვიყვანა…” – წერს გიგა ცხელიშვილი.
ცნობისთვის, შორენა ონიანის დასახმარებლად საზოგადოება გაერთიანდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა.