“როცა ჩემი შვილის ამბავი მოხდა და პირველად გამოვედი სახლიდან, დავინახე რომ…” – ნიკოლოზ წულუკიძე უმძიმეს ამბავს ყვება (ვიდეო)

ნანკა გვარის გადაცემის, „მარტოობის 15 წუთის“ გასულ ეპიზოდს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა.

ნიკოლოზ წულუკიძემ მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდის დროს, თანადგომის ერთ-ერთი მაგალითი გაიხსენა:

„ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით – რომ, რა ქნას იმან. ბათუმში რომ კორპუსი ჩამოინგრა და მამა, რომელსაც მეუღლე და შვილები დაეღუპა, ჩემი ამბიდან რამდენიმე დღეში მირეკავს. რომ მითხრა, ვინ იყო და რომ გავაცნობიერე, ეს კაცი გასამხნევებლად მე მირეკავს, იცით, რამხელა ძალა იყო? რომ ცდილობ, ფეხზე დადგე, პირველი არის ამის გაცნობიერება – იმას, რომელსაც ასე უჭირს [უფრო], შეუძლია, ამ დროს შენზე იფიქროს და დაგირეკოს. იმ წუთში გამიჩნდა სურვილი – ახლა მე ვის უნდა დავეხმარო?“ – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

Previous post

“ტკბილად დავიწყეთ და მწარედ დავამთავრეთ… ციდან მხოლოდ შენი პატარები დაიცავი” – გარდაცვლილ შორენა ონიანს მეუღლე მიმართავს

Next post

“რომ იცოდეთ, რატომ არ ვჩანვარ…” – რა შეემთხვა გია ხუხაშვილს

შეიძლება გამოგრჩეთ