ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძესთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა და დაასახელა ქალი, ვინც მათ შორის ჩადგა

ხათუნა ჟორდანია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ზურა ხაჩიძესთან დაშორების და შერიგების მომენტები გაიხსენა.

„როცა ზურა გავიცანი, მაშინ ის ძალიან პატარა იყო, რაც ჩემთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. როცა შეხვედრა დავიწყეთ, ზურა ავად გახდა ჩემით, თუ პაემანზე უარს ვეტყოდი გულის შეტევით იწვა ლოგინში.

მე შვეიცარიაში მომიწია წასვლა სამი თვით, როცა ჩამოვედი და ძალიან მონატრებული ვიყავი, მივედი ზურასთან სახლში. ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გადავაო, დავშორდეთო.

წამოვედი სახლიდან, მანქანაში ჩავჯექი თუ არა ისეთი ტირილი დავიწყე, მივხვდი, ეს ჩემი ბრალი იყო და ის დავკარგე. სხვა ადამიანი გაჩენილა მის ცხოვრებაში, ქეთა თოფურიაზეა საუბარი“, – თქვა ხათუნა ჟორდანიამ.

Previous post

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

Next post

“ტკბილად დავიწყეთ და მწარედ დავამთავრეთ… ციდან მხოლოდ შენი პატარები დაიცავი” – გარდაცვლილ შორენა ონიანს მეუღლე მიმართავს

შეიძლება გამოგრჩეთ