„მანქანა 17 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს…“ – მეტეხის ხიდთან მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები – ვრცელდება საზარელი ავარიის ვიდეოც

ირკვევა მძღოლის ვინაობა, რომელიც, დღეს, მეტეხის ხიდთან ავტომობილით მდინარეში ჩავარდა. დაღუპული გიგი ზარანდიაა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ხობიდან იყო, მას ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.

შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. მტკვარში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მყვინთავებმა მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Previous post

(ვიდეო) საზარელი ავარიის ვიდეოკადრები: ასე გადაეშვა მანქანა მეტეხის ხიდიდან პირდაპირ მდინარეში – იყო თუ არა ეს გამიზნული ქმედება?

Next post

„ტრაგედია დატრიალდა… სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა“ – ახალგაზრდა კაცს მეგობრები ემშვიდობებიან

შეიძლება გამოგრჩეთ