“ხალხი პანიკამ მოიცვა”- თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სომხეთი-აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან კიდევ ერთი

თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში იყო სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

როგორც Türkiye Gazetesi იუწყება, მიწისძვრამ ადგილობრივ მოს ახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ცნობისთვის, კაჰრამანმარაში იყო, გასული წლის 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრების ეპიცენტრი.

სომხეთი-აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან ძლიერი მიწისძვრა იყო

სომხეთი-აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან ძლიერი მიწისძვრა იყო. სომხური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ერევნის დროით 12։41 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა სიუნიქის რეგიონის რიგ დასახლებებში იგრძნობოდა.

შეიძლება გამოგრჩეთ