დიდთოვლობას უკვე მსხვერპლი მოჰყვა – მეზობლის დასახმარებლად მისულ კაცს ბეტონის ფილა დაეცა

დიდთოვლობასა და სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში.

როგორც “გურია TV”-ს ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ განუცხადა, დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

მამაკაცს ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა. შემთხვევა სოფელ კონჭკათის კატისციხის უბანში მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

შეიძლება გამოგრჩეთ