საქართველოს რკინიგზა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს – რომელი რეისები უქმდება?

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება.

„კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი; 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

Previous post

განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს – რა მოხდა დიდ ლილოში

Next post

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – 31 წლის კაცი გულში დაჭრეს, არიან დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიც

შეიძლება გამოგრჩეთ