განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს – რა მოხდა დიდ ლილოში

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა თუ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა: 29 წლის გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლის დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვი­ლი მო­უკ­ლეს – რა მოხ­და დიდ ლი­ლო­ში

29 წლის გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს, მისი დედა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვი­ლი მო­უკ­ლეს და ამა­ში არა­ერ­თი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ოჯახ­მა ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი მი­წას მი­ა­ბა­რა და ახლა სა­მარ­თალს ეძებს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, რომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით 1 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სამი მუხ­ლით – 116-ე მუხ­ლით, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს, ასე­ვე 126-ე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და 353-ე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით.

უმ­ძი­მე­სია შვილმკვდა­რი დე­დის მო­ნა­თხრო­ბი, რო­მე­ლიც საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. მას მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

ქე­თე­ვან სა­მა­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლის დედა:

– ჩვე­ნი დიდი ტრა­გე­დია 16 თე­ბერ­ვალს დიდ ლი­ლო­ში, ჩვე­ნი სახ­ლის წინ დატ­რი­ალ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს 16 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ვი­და გი­ორ­გი სახ­ლი­დან. იქვე, მე­ზო­ბელს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და იქ იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. კედ­ლის მე­ზო­ბე­ლია ის ბიჭი, ვის­თა­ნაც წა­ვი­და. 23 წლის ბიჭს ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე და სახ­ლში იუ­ბი­ლა­რის მა­მაც იყო. რო­გორც მი­თხრეს, და­ახ­ლო­ე­ბით 3-დან 4-ის ნა­ხევ­რამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი და კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა მე­ზობ­ლის სახ­ლი­დან. ღო­ბეს შე­მო­უ­ა­რეს, და­არ­ტყეს წრე და გი­ორ­გი სახ­ლთან მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს მუ­შა­ობ­და და რად­გან ნას­ვა­მი იყო, უნდა და­ეს­ვე­ნა. იმ სამი პი­რი­დან ერთი ად­გი­ლობ­რი­ვია, შიო გურ­გუ­ლი­ა­ნი, ხოლო ორი­დან ერთი ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე კი რუს­თავ­ში.

რად­გან ბიჭი რუს­თა­ვი­დან იყო, გიოს შე­უ­თა­ვა­ზე­ბია მის­თვის, წა­მო­დი, ჩემ­თან დარ­ჩი სახ­ლშიო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი სახ­ლის კარ­თან მდგა­რა.. რო­მელ­საც სთა­ვა­ზობ­და ჩვენ­თან დარ­ჩე­ნას იმას უთ­ქვამს, არა, ტაქ­სით წა­ვა­ლო და ამ დროს მომ­ხდა­რა წა­კა­მა­თე­ბა. შენ რაღა გინ­დაო, უთ­ქვამს შიო გირ­გვლი­ანს გი­ოს­თვის, შე­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლან და ამ დროს და­ურ­ტყია ხელი შიო გირ­გვლი­ანს. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, დარ­ტყმის შე­დე­გად გი­ორ­გი ძირს და­ე­ცაო. აქაც იყო მო­სუ­ლი უტიფ­რად, ვი­თომ ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად, მი­თხრა, ერთი და­ვარ­ტყი და წა­იქ­ცა, და­ცე­მის შე­დე­გად და­შავ­და, მე არ მო­მიკ­ლავს, ჩემი ბრა­ლი არ არი­სო. ამის შემ­დეგ მი­ვარ­დნენ თურ­მე ძირს დაგ­დე­ბულ გი­ორ­გის, ამ­ბო­ბენ ვა­ფხიზ­ლებ­დით, გვინ­დო­და გონს მოგ­ვეყ­ვა­ნაო. რად­გან ნას­ვა­მი იყო გვე­გო­ნა ამის გამო გახ­და ცუ­და­დო. წაქ­ცე­ულ­თან მი­ვარ­დნია შიო, ამ­ბო­ბენ, ეძახ­და გა­მო­ფხიზ­ლდიო. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ ჩვენ ვა­სუ­ლი­ე­რებ­დით, წყა­ლი და­ვას­ხით და გონ­ზე მო­ვი­დაო. ჩხუ­ბის ხმა რომ გა­ვი­გე, მეც ჩა­ვიც­ვი და გა­ვე­დი გა­რეთ, მაგ­რამ მერე იქ არა­ვინ დამ­ხვდა.

ამის შემ­დეგ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გი­ორ­გი იქი­დან წა­უყ­ვა­ნი­ათ, თურ­მე იქვე გუ­ლიც არე­ვია, ამ­ბო­ბენ სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით სკამ­ზე დავ­სვი­თო, იქაც გული არე­ვია. რო­გორც ჩანს უნ­დო­დათ სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­შო­რე­ბით წა­ეყ­ვა­ნათ და ცუ­დად მყო­ფი გი­ორ­გი და მი­უყ­ვა­ნი­ათ შიოს ბი­ნა­ში. მას ეგო­ნა ბინა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა წინა დღე­ე­ბის და მას არ სცოდ­ნია. ის მდგმუ­რი რომ დახ­ვედ­რია, ისევ უკან წა­მო­სუ­ლან. ამა­სო­ბა­ში უკვე თენ­დე­ბო­და. სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, გვე­გო­ნა მთვრა­ლი რომ იყო იმი­ტომ გახ­და ცუ­დად და მერე ჩვენ წა­ვე­დი­თო. აქვე გვერ­დზე აქვს გურ­გუ­ლი­ანს სა­კუ­თა­რი სახ­ლი და თა­ვის სახ­ლში შე­უყ­ვა­ნია გი­ორ­გი და ამ­დე­ნი წან­წა­ლის შემ­დეგ 6 სა­ათ­სა და 50 წუთ­ზეა 112-ში და­რე­კი­ლი.

ბიჭი რომ და­ე­ცა ისიც და­მა­ლეს, რომ პო­ლი­ცია არ მო­სუ­ლი­ყო და უთ­ქვამთ სას­მე­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­აო. სას­წრა­ფოს ჩემი შვი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა, კლი­ნი­კა­ში გაჰ­ყვა დამ­ნა­შა­ვე გურ­გუ­ლი­ა­ნი და ამის შემ­დეგ გა­იქ­ცა იქი­დან. ჩემი შვი­ლი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და მა­შინ­ვე სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, რად­გან თა­ვის არე­ში ჰქონ­და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და მი­თხრეს, სას­წრა­ფოდ მო­დით ძა­ლი­ან მძი­მედ არის თქვე­ნი შვი­ლიო. ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ორი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი და კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის მათი მო­ნა­თხრო­ბი. რომ ადა­მი­ან­მა ერთი დარ­ტყმით მი­ი­ღოს ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც გი­ორ­გის ჰქონ­და. სა­ხე­ზეა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩემს გი­ორ­გის ფუ­ძის ძვა­ლი ჰქონ­და ჩა­ტე­ხი­ლი, ჩა­ლე­წი­ლი ჰქონ­და თა­ვის ქალა. ექიმ­მა მი­თხრა მძი­მე ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს თა­ვის ტვი­ნი­სო. სა­ვა­რა­უ­დოდ მას და­ზი­ა­ნე­ბა ბლაგ­ვი საგ­ნის დარ­ტყმით მი­ა­ყე­ნეს, სხვაგ­ვა­რად ასე ერთი და­ცე­მით ასეთ უმ­ძი­მეს ტრავ­მებს ჩემი შვი­ლი ვერ მი­ი­ღებ­და. ახლა ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ და­კა­ვე­ბულ პი­რებს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ.

მო­ვი­და ჩვენ­თან მკვლე­ლი და თქვა, ერთი და­ვარ­ტყიო, მე არ მო­მიკ­ლავ­სო, ეს არ არის სი­მარ­თლე. აქეთ იქით რომ და­ა­ტა­რებ­დნენ ჩემს შვილს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თმა რა­ტომ არ და­რე­კა 112-ში, რა­ტომ არ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო, დრო­ზე რომ მი­ეყ­ვა­ნათ იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

– კა­მა­თის მი­ზე­ზად რას ასა­ხე­ლებს გირ­გვლი­ა­ნი?

– გურ­გუ­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ერთი სი­ტყვის გუ­ლის­თვის და­არ­ტყა ხელი გი­ორ­გის. რო­გორც თა­ვად დამ­ნა­შა­ვე ამ­ბობს, ჩემს შვილს უთ­ქვამს, რა თე**ლი ხარ შენო და ამის გამო და­ვარ­ტყიო. კი­დევ ვი­მე­ო­რებ ერთი დარ­ტყმით ასეთ და­ზი­ა­ნე­ბას ადა­მი­ა­ნი ვერ მი­ი­ყე­ნებ­და. ვფიქ­რობ მას ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს თავ­ში, შუბ­ლის ძვა­ლიც გა­ხეთ­ქი­ლი აქ­ვსო მი­თხრა ქი­რურ­გმა. თა­ვის არე­ში ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ძვა­ლი ჩა­ტე­ხი­ლიო. ვფიქ­რობ, ამ და­ნა­შა­ულ­ში სხვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. იმე­დი მაქვს პო­ლი­ცია სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ი­ძი­ებს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, მოხ­დე­ბა საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე აგებს სა­კად­რი­სად პა­სუხს. რო­გორც ვიცი გურ­გუ­ლი­ანს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. სა­ხე­ზეა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან გურ­გუ­ლი­ანს პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, რად­გან აყ­ვა­ნის დროს პატ­რუ­ლის­თვის ხელი და­ურ­ტყამს. არის კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად გურ­გუ­ლი­ანს ხელი და­ურ­ტყამს სხვა ბი­ჭის­თვის, რო­მელ­საც თვა­ლი აქვს ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი.

ამის შემ­დეგ უთ­ქვამს ჩემს შვილს მის­თვის ის სი­ტყვე­ბი და ამ­ჯე­რად ჩემს შვილს დას­ხა თავს. რო­გორც გა­ვი­გე ვი­საც თვა­ლე­ბი ჩა­უ­ლურ­ჯა ის არ უჩი­ვის და­კა­ვე­ბულს. ვე­კი­თხე­ბი სხვებს, ვთქვათ ერთი გა­გიჟ­და და გა­მე­ტე­ბით ურტყამ­და, სად იყ­ვნენ სხვე­ბი? ერთს რო­გორ ვერ მო­ე­რი­ეთ მეთ­ქი. ან სახ­ლში რომ ათ­რი­ეს იმ სა­მი­დან ერთს რო­გორ არ ჰქონ­და იმის ჭკუა რომ და­ე­რე­კა 112-ში? ჯერ კი­დევ არ იყო გა­თი­შუ­ლიო, წა­ეყ­ვა­ნათ, სა­ნამ შე­შუ­პე­ბა არ წა­ვი­და ბო­ლომ­დე არ და­ი­ფა­რა ტვი­ნი, მა­ნამ­დე სად იყ­ვნენ. დრო­ზე რომ მო­ეყ­ვა­ნათ ხომ იქ­ნე­ბო­და შან­სი გა­დარ­ჩე­ნის. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ისი­ნიც ამ საქ­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულს უნ­დათ აც­დე­ნენ და ამი­ტომ ას ლა­პა­რა­კო­ბენ. იმე­დი მაქვს რომ პო­ლი­ცია ყვე­ლას სა­კად­რი­სად დას­ჯის. ჩემი შვი­ლი დის­ტრი­ბუ­ტო­რი იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და, ყვე­ლა ტი­რის, სა­დაც უვ­ლია ყველ­გან იკი­თხეთ რო­გო­რი კარ­გი შვი­ლი მყავ­და. ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს ჩემს გიოს. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის.

ambebi.ge

Previous post

გაირკვა ვინ არის 19 წლის ბიჭის სადისტურ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი – ცხედარი თავის სახლში დატოვა, თვითონ დედასთან წავიდა, ტელეფონი დააგდო და გაუჩინარდა

Next post

საქართველოს რკინიგზა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს – რომელი რეისები უქმდება?

შეიძლება გამოგრჩეთ