20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ კვირაში ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდებით. მოემზადეთ მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, მაგრამ უნდა შეეცადოთ, კომპრომისი იპოვოთ. სამსახურში ახალი პროექტები და დავალებები გელით. ინიციატივა გამოიჩინეთ და პასუხისმგებლობის აღება ნუ შეგეშინდებათ.
კურო
ეს კვირა ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისა და მიზნების მისაღწევად. ნუ აჩქარდებით და გააზრებულად იმოქმედეთ. პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდი დგება. ეცადეთ ერთად გატარებული ყოველი წუთით ისიამოვნოთ. შესაძლოა, სამსახურში მცირე სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მათთან გამკლავებას შეძლებთ.
ტყუპები
ამ კვირაში საინტერესო ნაცნობობა გელით. მზად იყავით ახალი იდეებისა და წინადადებებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რომანტიკული წუთები და სასიამოვნო სიურპრიზები. ეს დღე ურთიერთობების გაძლიერების შანსს მოგცემთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დროა, სამსახურში განახორციელოთ იდეა, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ.
კირჩხიბი
ეს დღე მთლიანად ოჯახსა და სახლს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ და საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. პირად ურთიერთობებს დიდი გამოცდა ელით. შეეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და გამოწვევას მშვიდად გაუძლოთ. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას იმის მიუხედავად, რომ ამის უამრავი მიზეზი გაქვთ.
ლომი
ამ დღეს ძლიერი ნებისყოფის და ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მცირე უთანხმოებას შეეჯახოთ, მაგრამ თქვენი პიროვნული ხიბლისა და ქარიზმის წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით. სამსახურში ახალი პროექტები და გამოწვევები გელით, რომლებიც საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ეს დღე ახალი ცოდნის მიღებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობებს გთავაზობთ. ეცადეთ, საკუთარი ინტერესებისა და გატაცებებისთვის დრო გამონახოთ. გირჩევთ, საკუთარი განცდებისა და პრობლემების შესახებ საყვარელ ადამიანს უამბოთ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთად იპოვოთ. თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებენ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, მოულოდნელად წარმატებას მოგიტანთ.
სასწორი
ახალი შეგრძნებებისა და ემოციების დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ მიწვევას სიფრთხილით მოეკიდოთ და სარისკო ღონისძიებებში მონაწილეობას მოერიდოთ.
შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. ფრთხილად იყავით — ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. სამსახურში შეიძლება ახალ, საინტერესო პროექტში ჩართვა შემოგთავაზონ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი უნდა გამოიყენოთ.
მორიელი
ახალი წლის დასაწყისი ახალი მიზნების, გეგმებისა და იმედების დროა. იზრუნეთ თანამოაზრეთა გუნდის შექმნაზე, რომელიც თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ეცადეთ, პარტნიორთან უმნიშვნელო საკითხზე კამათი დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და უხეშობას, რადგან ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის. წვრილმანებზე დროს ნუ კარგავთ, ყურადღება მნიშვნელოვან საქმეზე გაამახვილეთ, რომელიც სწრაფად უნდა დაასრულოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრი სიახლე გელით, რომელიც ახალ გამოცდილებას მოგიტანთ. კომფორტის ზონიდან გასვლის ნუ შეგეშინდებათ. ზოგჯერ პრობლემები და სირთულეები ადამიანებს უფრო აახლოებს და თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება — ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წუთით, იდეალური წყვილი ხართ. სავარაუდოდ, სამსახურში რთული კვირა გელით – იძულებული იქნებით, კოლეგის დაშვებული შეცდომა გამოასწოროთ.
თხის რქა
ამ დღეს მთლიანად მუშაობას დაუთმობთ. ის, რაც ადრე შეუძლებელი გეგონათ, ამ დღეს შეიძლება სრულიად რეალური გახდეს. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. იქნებ დროა, რომ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს?
სამსახურში შესაძლოა კონკურენტებთან შეჯახება მოგიწიოთ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოხვალთ.
მერწყული
ამ დღეს უამრავი შეხვედრა და ახალი ნაცნობობა გელით. ფრთხილად იყავით, მათ შორის, არაკეთილსინდისიერი ადამიანებიც არიან.საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ — ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
პროფესიულ საქმიანობაში შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან შეათანხმოთ და მათ არგუმენტებს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.
თევზები
ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ. პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდი დადგა. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა სწორედ ამის დროა!