„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო

რუსთავში, რესტორან “ხინკლის სახლში” 21 წლის ბიჭი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამზარეულოში მუშაობის დროს ზედა კიდურზე მძიმე დაზიანება მიიღო.

ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.

“პაციენტს აღენიშნება საკმაოდ მძიმე საწარმოო ტრავმა, უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია, მტევნის აღდგენის ოპერაცია”, – აცხადებს “კლინიკა რუსთავის” გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი ლალი ღირსიაშვილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

შეიძლება გამოგრჩეთ