მანქანა შეუჩერებელია! მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა – ნახეთ ფოტო-ვიდეო მასალა
ჩემპიონის ქამარი მერაბ დავლიშვილთან რჩება.
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლაში ის დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა.
5-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა მერაბ დვალიშვილი უპირატესობით მიმდინარეობდა.
პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც. მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა დაღესტნელი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.
- დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
www.ambebi.ge