18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ყველა საქმე გვერდით გადადოთ და მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული პროექტების ან შეჩერებული გეგმების დასრულებისთვის. სიზუსტე, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს სამსახურშიც და სახლშიც, ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის ნანატრი სიახლეების დანერგვისთვის. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მთლიანად ოჯახურ და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ – ოთახების დასუფთავება, ოჯახის წევრებზე და შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. არც სამუშაო მაგიდის მოწესრიგება დაგავიწყდეთ. უახლოეს დღეებში შეიძლება ასეთი საქმეებისთვის ვეღარ მოიცალოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხანმოკლე მგზავრობა ან გასეირნება არ გადადოთ. გზაზე შეიძლება მეგობარს შეხვდეთ ან სასარგებლო ნივთი იპოვოთ. სწორი განსჯისა და საღი აზროვნების დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. სიფხიზლე გამოიჩინეთ, რომ არცერთი წვრილმანი არ გამოგეპაროთ.

ლომი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს წარმატების მიღწევის მთავარი პირობა წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებაა. ეცადეთ, ამას სიზუსტე და ზომიერება დაამატოთ (კვებაში, ხარჯებში და ა.შ.); მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს. ეცადეთ ბავშვებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს ვარსკვლავები დამატებით დროს ან დამატებით საშუალებას მოგცემენ, რომ თავი გამოიჩინოთ და სიტუაციაზე გავლენა მოახდინოთ. პირველ რიგში, ასეთი შანსი სექტემბრის შუა რიცხვებში დაბადებულ ქალწულებს ექნებათ. გირჩევთ, ყურადღება დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ და არა – ახალი საქმის დაწყებაზე. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ, ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ექიმთან ვიზიტი ჩანიშნოთ. ბიზნესში ან სასიყვარულო ურთიერთობაში საპასუხო ნაბიჯისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ. თუ ვითარება ჩიხურია, იმედს ნუ დაკარგავთ – სიმტკიცე და მონდომება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდეა.

მორიელი

მოერიდეთ სიახლეებსა და ექსპერიმენტებს. ეს დღე კარგად ნაცნობი სამუშაოს შესრულებას უნდა დაუთმოთ, რაც დაწყებული პროექტის გაგრძელებას, საოჯახო საქმეებს და მეგობრების დახმარებას გულისხმობს. კარგი იქნება, ძველი თანამოაზრეების მხარდაჭერა ისევ მოიპოვოთ.

მშვილდოსანი

ცარიელ საუბრებს და დაპირებებს ნუ დასჯერდებით და გარანტიები მოითხოვეთ. ეს დღე საშუალებას გაძლევთ, სიტყვებიდან ქმედებებზე გადახვიდეთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ, მათ შორის – ყველაზე სარისკო და კრიტიკულ საკითხებში. ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში და პირობებში პირობებს თქვენ კარნახობთ. დროა, ოჯახის ბიუჯეტით დაკავდეთ. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა მომაბეზრებელი და არც ისე სასიამოვნო საქმეების დასრულებისთვის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში დაუფიქრებელ საუბარს და მოქმედებას უნდა მოერიდოთ – ბევრი ადამიანისთვის სიმართლის მოსმენა ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გაგიხდეთ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, სწრაფი თანამშრომლობის შესაძლებლობით ისარგებლოთ. უარს ნუ იტყვით გამოცდილი ადამიანის რჩევაზე და კვალიფიციურ დახმარებაზე. ცხოვრება თქვენგან პირდაპირ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს – იმ უნარს, რომელსაც ამჟამად საკუთარ თავში ვერ გრძნობთ.

შეიძლება გამოგრჩეთ