თურქეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ნიშნებით, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 83-მა ადამიანმა მიმართა.

ამ დროისთვის, გარდაცვლილების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, რეგულარულ პალატებში კი 18 ადამიანი რჩება.

ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით გარდაცვლილებს და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან ნახსენები.

Previous post

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Next post

 “მთელი ქალაქი ტირის: საუცხოო ადამიანი, კარგი პიროვნება, ცნობილი პროფესორი გარდაიცვალა”- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

შეიძლება გამოგრჩეთ