„დაუჯერებელია, რომ ამის თქმა გვიწევს…“ – ახლახან  სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„დაუჯერებელია, რომ ამის თქმა გვიწევს… დღეს ჩვენგან წავიდა და სამუდამო სამყოფელში გადაინაცვლა ჩვენმა მეგობარმა და თანამშრომელმა, კობა ქიმაძემ. ახალგაზრდა, ენერგიულმა, უკიდურესად მოწესრიგებულმა, პასუხისმგებლიანმა და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა.

ბატონი კობა 2019 წლიდან დღემდე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ამ ხნის მანძილზე, დაკავებული იყო მხოლოდ საქმით, სიახლეებით, განსახორციელებელი პროექტებით, გეგმებით, საჩხერეზე ზრუნვით…

შეგვძრა მისმა წასვლამ, დიდია ტკივილი და ძალიან ბევრი სასაუბრო, რომლის საშუალებასაც ყოველთვის მოგვცემს მისი აწ უკვე წარსული ცხოვრება და ჩვენთან, თითოეულ მათგანთან ურთიერთობები…

თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ მის მეუღლეს და შვილებს, მშობლებს, დას, მეგობრებს და ჩვენი თვითმმართველობის თანამშრომლებს.

ღმერთმა აცხონოს ბატონი კობას სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

Previous post

საბერიოში დატრიალებული საზარელი ტრაგედიის ახალი დეტალები: “ბენზინმა იფეთქა, ბებიას ცეცხლი სახეზე მოედო, 5-ლიტრიანი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და… უფროსი გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული …”

Next post

პირად ტრაგედიაზე ბოლო დროს ნაკლებს ვსაუბრობ,მაგრამ ვერ შევძელი თავშეკავება –  რას წერს მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით?

შეიძლება გამოგრჩეთ