გარდაცვლილია 1 , 4 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ახლახან მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები (+ფოტოები)
მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის შულავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ცნობით, შემთხვევის დროს ერთმანეთს “ოპელი” და “ტოიოტა პრიუსი” შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 1970 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა, მანქანებში მყოფი ოთხი მგზავრი და „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.