“მთელი ქალაქი ტირის …”- ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გურია თუდეი“ ავრცელებს.

მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება – 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა.

„ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას ახდენდა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე.

ქეთევან ნაკაშიძის სტატიები იყო უაღრესად მწვავე, თუმცა ყოველთვის – ობიექტური და სამართლიანი, მუდამ იცავდა ეთიკის მაღალ სტანდარტს. ათეულობით ახალგაზრდას გაუკაფა გზა ჟურნალისტიკაში“,- წერს გამოცემა ქეთევან ნაკაშიძის შესახებ.

Previous post

დაიღუპა 20 წლის ძიუდოისტი! – ვინ არის გარდაცვლილი და რა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა ახალგაზრდა სპორტსმენი?

Next post

ვინ მიიღებს ერთჯერად 500 ლარიან ფულად დახმარებას მერიისგან – გადაამოწმეთ თავი

შეიძლება გამოგრჩეთ