განგაშის წითელი დონე გამოცხადდა…ათასობით ადამიანი ევაკუირებულია- რა ხდება ესპანეთში?

ესპანეთში, ვალენსიაში, ძლიერი წვიმების გამო დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე გამოაცხადა სამხრეთით მდებარე მალაგასა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კატალონიის რეგიონში. ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონულმა მთავრობებმა მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გაფრთხილებები გაუგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

შეიძლება გამოგრჩეთ