ახლახან ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი ბეჟან შველიძე.

„საქართველოს მხატვართა კავშირი მწუხარებით იუწყება რომ, გარდაიცვალა უხუცესი ღვაწლმოსილი ხელოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ბეჟან შველიძე
პანაშვიდი: ხუთშაბათს და პარასკევს 9 – 10 იანვარს
დაკრძალვა: შაბათს 11 იანვარს – 14 სთ-ზე
მისამართი: პიკასოს ქუჩა N 24“, – აღნიშნულია ნანა ვაშალომიძს პოსტში.

ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.

ის 80-იან წლებ­ში ხშირად მონაწილეობდა გამოფენებში სხვადასხვა მხატვართან ერთად. პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც სწო­რედ ამ პერიოდში გამართა.

ბეჟან შველიძის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ცუ­ლია მოს­კო­ვის ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მინისტროს ფონ­დ­ში, ქუ­თა­ი­სის სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ა­სა და ბერ­ლი­ნის ჰილ­გე­მა­ნის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში.

ის იყო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი და მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

Previous post

“სამი შვილის დედა წავიდა…მეხის გავარდნასავითაა ეს ტრაგედია”- ახალგაზრდა გოგოს ახლობლები ემშვიდობებიან

Next post

“ნასვამები იყვნენ და ეცადნენ პოლიციას გაქცეოდნენ …”- ახლახან, ორი ახალგაზრდა ბიჭი ავარიაში დაიღუპა

შეიძლება გამოგრჩეთ