მე-9-ე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა – რა გახდა გარდაცვალების მიზეზი
ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა: პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მწუხარებას გამოთქვამენ IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო.
ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, კარგი: მოსწავლე, ამხანაგი, მეგობარი, შვილი და დაიკო.
ვაჟკაცურად ებრძოლა ეს სიფრიფანა გოგო ვერაგ სენს, სამწუხაროდ დამარცხდა. დაგვიტოვა ტკივილი და თბილი მოგონებები.
უფალმა გაანათლოს შენი სული ლიზი, ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც დღეს თითოეული ჩვენგანი განიცდის…ჩვენმა კეთილშობილმა,სიცოცხლით სავსე, ღიმილიანმა, ცისფერთვალება ფერიამ გადაინაცვლა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ… Lizi Ugulava ჩვენი მოსწავლე, ჩვენი პატარა მეგობარი წავიდა ზეციურ სასუფეველში და დაგვიტოვა უსასრულო სევდა…
ვაზიანის N 2 საჯარო სკოლის წარმომადგენლების სახელით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კლასელებს, მეგობრებს… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ლიზის ლამაზ სულს!
,,ქარვათა მორევში ეშვება ფარდები,
საღამო კანკალებს კრძალვით და რიდობით,
ქვითინებს მამული,ტირიან ვარდები,
მშვიდობით,მშვიდობით…”