„უმძიმესი ერთი წუთი საბერიოდან: ხუთივე დაღუპული ბავშვი ერთ განსასვენებელში და ანგელოზის ფიგურა ბავშვების ფოტოებთან, სასახლის თავზე“- საბერიოდან უმძიმესი კადრები გავრცელდა
საბერიოში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.
რეგიონალური მედია საბერიოდან მძიმე კადრებს აქვეყნებს და წერს:
„უმძიმესი ერთი წუთი საბერიოდან: ხუთივე დაღუპული ბავშვი ერთ განსასვენებელში და ანგელოზის ფიგურა ბავშვების ფოტოებთან, სასახლის თავზე“
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.
გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
ინფორმაცია, რომ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, 8 იანვარს გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა 6 იანვარს იყო გამოცხადებული.