“მოსახლეობამ სასწრაფოს მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს …”
სოფელ ნახიდურში, სადაც დღეს მოხდარ ავარიას ორი მოზარდი ემსხვერპლა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.
ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმები შეიყვანეს.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ საბრძოლო იარაღი სპეცრაზმის ხელშია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა ავერსის კლინიკა დალეწეს.
ცნობისთვის, ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მოხდა. მანქანა ოთხ ადამიანს დაეჯახა, მათგან ორი მოწარდი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.