საგანგებო გაფრთხილება მგზავრებს! – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.

“სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Public transport Tbilisi-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, “Public transport Tbilisi” – სახელწოდების გვერდი კონკრეტულ გათამაშებაში ჩასართავად მოქალაქეებს ბმულზე გადასვლას სთხოვს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ეს არის “ექსკლუზიური შეთავაზება თბილისელებისთვის!”.

კერძოდ, აღნიშნული გვერდი წერს, რომ თუ მოქალაქეები შეიძენენ ახალი Metromoney ბარათს, რომლის ღირებულება მხოლოდ 5.50 ლარია, შეუზღუდავი მგზავრობით ისარგებლებენ ყველა სატრანსპორტო საშუალებით 6 თვის განმავლობაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.

Previous post

“იპოვეს წამების კადრები, რომელიც ყოფილმა ჩინოვნიკმა თავადვე გადაიღო…სასტიკი ცემის შემდეგ, მისი დახრჩობა სცადა…” – ყოფილი ჩინოვნიკის მიერ მოკლული 31 წლის ქალის საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

Next post

ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნაგვის ურნაში იპოვეს – სად მოხდა საშინელი შემთხვევა

შეიძლება გამოგრჩეთ