სკოლაში დანით 7 წლის გოგონა მოკლეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 19 წლის ბიჭი რამდენიმე ბავშვს და სკოლის მასწავლებელს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა.

შემთხვევა დღეს დილით ზაგრების პრეჩკოს რაიონის დაწყებით სკოლაში მოხდა.

პოლიციის ცნობით, 19 წლის თავდამსხმელმა დანით ხუთი მოსწავლე და პირველი კლასის მასწავლებელი დაჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

თავდასხმის შედეგად დაშავებული შვიდი წლის გოგონა მოგვიანებით მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ტრაგედიის ფონზე ზაგრების ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

Previous post

„ვიღაც ამაზრზენი ქაჯი დემონსტრაციულად არღვევს კანონს, დადის ბასლანში პორშეთი, ხელზე როლექსის საათით ეფერება ლომის ბოკვერს… გულისამრევი სოგოიმე“- ეკა კვესიტაძე ლაშა ბექაურზე (ვიდეო)

Next post

ვის გაეზრდება ხელფასი ახალი წლიდან

შეიძლება გამოგრჩეთ