17 წლის ბიჭმა ღამით მძინარე დედა მოკლა, მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა კი მძიმედ დაჭრა – თურქეთში შემზარავი დანაშაული მოხდა

თურქეთში, ფათიჰის რაიონში 17 წლის არასრულწლოვანი საკუთარ ოჯახს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად, დედამისი გარდაიცვალა, მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა კი მძიმედ არიან დაშავებულები.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა. არასრულწლოვანმა სამზარეულოს დანით ჯერ მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი, იმავე იარაღით, ოჯახის სხვა წევრებს დაესხა თავს.

როგორც თურქული მედია წერს, დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო 17 წლის ახალგაზრდა პოლიციამ უკვე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს.

როგორც ცნობილია, აწ გარდაცვლილი, სავარაუდო მკვლელის დედა ადგილობრივი საშუალო სკოლის დირექტორი იყო.

Previous post

(ვიდეო) ანა დოლიძემ წონასწორობა, ზრდილობა და თავმოყვარეობა ერთად დაკარგა – მარტო იდგა თავისუფლების მოედანზე და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა…

Next post

ყვე­ლა­ზე ზღაპ­რულ 12 სა­ათ­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ…” – რას წერს რეჟისორი დებზე, რომლებსაც ავტომობილი დაეჯახა და მძიმედ დაშავდნენ

შეიძლება გამოგრჩეთ