თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს – რა გარემოებებზე საუბრობს ოჯახი?

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ლევან სულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა. უმძიმესი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, 6 ნოემბერს მოხდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების ამ ვერსიის ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა.

ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლევან სულაშვილი მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ ლევან სულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ემუქრებოდა, რომ თუ მის შვილს ცოლად არ მოიყვანდა, გაანადგურებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პოლიციელის ოჯახი ულტიმატუმს უყენებს, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სავარაუდო მკვლელობის გამოძიება, ოჯახი რადიკალური პროტესტის გზას აირჩევს.

“რუსთავში ცხოვრობენ ჩემი შვილის ყოფილი თანამშრომელი ნინო პაპუაშვილი და მამამისი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ან უფროსია ან მოადგილე, მაღალჩინოსანია ისიც და ის ემუქრებოდა, რომ დღის 2 საათამდე 6 რიცხვში უნდა მისულიყო ოჯახით და მისი შვილისთვის უნდა ეთხოვა ხელი. რატომღაც ჩემი შვილი უარზე იყო. ალბათ, ისეთი არაფერი ურთიერთობა არ ჰქონდა, რომ ცოლად მოეყვანა. ჩემს შვილს სხვა შეყვარებული ჰყავდა, ჩვენი თანასოფლელი გოგო და შაბათს უნდა ჰქონოდა ნიშნობა, ოთხშაბათს დაიღუპა. ჩემს გოგოს აქვს მუქარის სქრინები, რომ ეუბნებოდა თუ ჩემს გოგოს არ წაიყვან, გაგანადგურებო. ამ გაცს ნამუშევარი აქვს გენერალურ ინსპექციაში, ბანკების ინკასაციაშიც და ჩემი აზრით, ვიღაც მფარველი ჰყავს, იმიტომ, რომ შსს-ს პრეს-ცენტრმა არაფერი ინფორმაცია არ გადმოსცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი პოლიციელი იყო” – ამბობს გარდაცვლილის მამა ტელეკომპანია “პირველთან”.

ლევან სულაშვილის დედასაც, მამის მსგავსად ეჭვი აქვს, რომ მისი შვილის სავარაუდო მკვლელობის ფიგურანტებს მფარველობი ჰყავთ და ახლა საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ.

“ეს სქრინები, მუქარის, ვიღაც გოგოსთან არის ჩაყრილი, იმ გოგოს გუშინ სასწრაფოდ შვებულება დააწერინეს. ის მაიმუნი გოგო დაცვით ატარეს ორი დღე, მისი მამაც იყო. მერე უკვე არარ ჩანს, წავიდა სამსახურიდანო”,- ამბობს გარდაცვლილის დედა.

Previous post

ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს

Next post

დაიღუპება უამრავი ადამიანი, მათ ვერავინ უშველის რადგან… – ნახეთ ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება

შეიძლება გამოგრჩეთ