“3 შვილის მამა უდროოდ დავკარგეთ…”- „რა, სად, როდის“ კლუბის წევრი და გუნდის კაპიტანი გარდაიცვალა!…
იურისტი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი.
“ბესოს 26 წლის წინ გავიცანი, ჯერ სტუდენტობისას როცა “რა, სად, როდის” თამაში დავიწყე ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. შემდეგ თითქმის 2 ათწლეული განმავლობაში ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო, უამრავი გამარჯვება ავღნიშნეთ ერთად საქართველოს თუ თბილისის ჩემპიონატებზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებაც დავიცავით ნაკრებში და ბევრი სხვა თავგადასავალიც გადაგვხვდა ამ წლების განმავლობაში. ბოლო პერიოდი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა და გარშემო ყველას დიდი იმედი გვქონდა რომ მოერეოდა. პრინციპული და ძალიან დადებითი ადამიანი, 3 შვილის მამა, საუკეთესო მეგობარი, მოაზროვნე და მოქალაქე უდროოდ დავკარგეთ…” – წერს ილია რევია სოციალურ ქსელში.