რა წარმოუდგენელი საჩუქარი გაუკეთა ქეთა თოფურიას მეუღლემ ?
ქეთა თოფურიამ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად დეტალურად გაიხსენა ბავშვობა, როგორ აგროვებდა მეგობრებთან ერთად ბოთლებსა და გაზეთებს, შემდეგ აბარებდა და აღებული ფულით ტკბილეულს ყიდულობდა.
“ჩემი სიმღერით 13 წლისამ მივიღე პირველი ჰონორარი საახალწლო კონცერტზე – 50 დოლარი. მეგობრები დავპატიჟე და პიცერიაში წავედით…” – ამბობს ის.
ახლა ქეთა უკვე სამი შვილის დედაა. როგორც მან პოდკასტში აღნიშნა, ჰყავს სამი ძიძა, თუმცა შვილებთან თავადაც დიდ დროს ატარებს:
“ძიძებიც მყავს, ბებიაც მეხმარება, მაგრამ აუცილებელია ჩემი დიდი დროით მათთან ყოფნა. სამი ძიძა მყავს, ცვლიან ერთმანეთს და 9 წელია ჩემთან არიან, სამივეს ვენდობი. მათ მხოლოდ ბავშვების აღზრდა ევალებათ, სახლს სხვა ალაგებს”.
პოდკასტში ქეთამ აღნიშნა, რომ არ უყვარს საკუთარ შემოსავალზე და ფულზე საუბარი, არ სიამოვნებს, როცა კითხვებს ძვირადღირებულ საჩუქრებსა და ნივთებზე უსვამენ. თქვა, რომ მეუღლე ხშირად უკეთებს საჩუქრებს, თუმცა საკუთარი თავისთვის თავადაც შეუძლია სურვილების ასრულება.
ქმრის საჩუქრებიდან ქეთიმ გამოარჩია 15 8000-დოლარიანი საათი.
“ქმართან ერთად ბედნიერი ვარ. ჩვენი უკვე 5 წელია, ერთად ვართ და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს”.