ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო – დაღუპულია 38 ადამიანი

ვრცელდება კადრები, რომელიც აზერბაიჯანის ავიახაზების ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო.

ავიაკატასტროფა დღეს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში მოხდა. აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, 29 გადარჩა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა.

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

Previous post

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next post

გაირკვა რას აპირებს ოპოზიცია 29 დეკემბერს და შემდეგ დღეებში – გეგმა დაუჯერებელია: ოპოზიციონერთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლეში ზურაბიშვილთან შესახლებას გეგმავს…

შეიძლება გამოგრჩეთ