„მშობლებს ეძინათ…“ – ერთი წლის ბავშვი მე-18 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – საოცარი შემთხვევის დეტალები

შემთხვევის სავარაუდო ვერსია ასეთია: უფროსებს ეძინათ, ბავშვი მამასთან ერთად საწოლში იწვა, მაგრამ რაღაც მომენტში გაიღვიძა და ფანჯარასთან მივიდა. ბიჭმა ფანჯრის გაღება შეძლო და გარეთ გადავარდა.

ორმა თვითმხილველმა თქვა, რომ მე-18 სართულიდან რაღაც გადმოვარდა, მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ვერც გამვლელებმა შეამჩნიეს რამე. საბედნიეროდ, ყურადღებიანი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ბავშვი იპოვა და დროულად გამოიძახა ექიმები. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მენჯი ჰქონდა მოტეხილი, ასევე, დაუდგინდა ფილტვებისა და თირკმლის სისხლჩაქცევები.

ბავშვი ცოცხალი გადარჩა, თუმცა მშობლების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შეიძლება გამოგრჩეთ