„დედაშეინიც აღარაა, ის შენთან ერთად მოკვდა…“- მადრიდში ქართველი დედისერთა ემიგრანტი დაიღუპა

მადრიდში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.

„დაგვეღუპა ახალგაზრდა ვაჟკაცი, დედისერთა ბიჭი, გიორგი მარიხაშვილი. აქ, მადრიდში, დავუდგეთ მხარში გაუბედურებული დედას, ჩემო ქართველებო, ხელი ხელს ჩავჭიდოთ, გთხოვთ, მივეხმაროთ, გული მოკვდა აღარაა, უსაშველო ტკივილია, ერთმანეთის ერთად დგომით გავუთბოთ სული საცოდავ დედას.

დიდი მწუხარებაა ჩვენს სამეგობროში, აქ მადრიდში დედას ერთადერთი ვაჯკაცი გამოეცალა დედას ხელიდან, ჩვენი გიო აღარაა,ეს სიცოცხლით და ენერგიით სავსე ბიჭი, სულ მეუბნებოდა  ჩემი მეორე დედა და ძმაკაცი ხარო. ჩემო საყვარელო ვაჟკაცო რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა, დედა აღარაა, ის შენთან ერთად მოკვდა და ამბობს ჩემთვის ცხოვრებას აზრი აღარ აქვსო, ტირის, ტელეფონი ჩემი აღარ რეკავს, ჩემი გიო ყოველ წუთს მირეკავდა მკითხულობდაო, რით ვანუგეშო შვილოოოო, ასე როგორ გაგვიმეტე ჩემო პატარა “ძმაკაცო”, მოგიკვდეს თეონა დეიდა, როგორ ტირის ნინი… დაბრუნდი შვილო, გააოცხლე შენი დედიკო, დაუბრუნე არსებობის აზრი ცხოვრების… გასკდა გული, განა რამდენ დარდს აიტანს“, – წერს თეონა ამბროლიძე.

შეიძლება გამოგრჩეთ