როგორ აფასებს წამყვანი წუხელ რუსთველზე განვითარებულ მოვლენებს და ვისკენ იშვერს ხელს?- გიორგი გასვიანი განცხადებას ავრცელებს
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია.
“ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია! მიკროფონიან და კამერიან ადამიანების დასისხლიანება კატასტროფაა!
თუ პოლიციელების მიმართ ძალადობა დაუშვებელია და 32 პოლიციელია ნაცემი და ეს დაუშვებელია, ჟურნალისტს რატომ ასისხლიანებს ნიღბიანი, რომელსაც ხალხი უხდის ხელფასს?! კოშმარი იყო”, – წერს გიორგი გასვიანი.