გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს 190-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს 190-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2028 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლს.

“ჩვენ, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და მისი სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე ვემ­სა­ხუ­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რესს. ჩვენ­თვის ეს გუ­ლის­ხმობს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­ნე­ბას, რო­მე­ლიც შექ­მნის თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს გახ­დის ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა­სა და მეც­ნი­ერს, მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­უ­ერ­თდეს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეს და უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სა­მარ­თლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბა. ვთვლით, 2028 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დღის წეს­რი­გი­დან ამო­ღე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ვა­ცხა­დებთ, რომ ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სი­სად­მი” ,- ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. გან­ცხა­დე­ბას ხელს ამ დრო­ის­თვის 187 თა­ნამ­შრო­მე­ლი აწერს.

შეიძლება გამოგრჩეთ